ძლიერი აფეთქება ოკუპირებულ მელიტოპოლში - უკრაინა კონტრშეტევას განაგრძობს
გამთენიისას ოკუპირებულ მელიტოპოლში, რკინიგზის დეპოში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას მელიტოპოლის მერი ავრცელებს.
ივან ფიოდოროვის ცნობით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ საცხოვრებელ სახლებს მინები ჩაემსხვრა და კედლები ზანზარებდა.
დილა მტრისთვის უსმიავნოდ დაიწყო. ძლიერი აფეთქების ხმა არა მხოლოდ მელიტოპოლში, არამედ მის შემოგარენში ისმოდა. აფეთქება რკინიგზის დეპოსთან ახლოს მოხდა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მტერს საკუთარი ტექნიკაა და საბრძოლო მასალა სწორედ ამ ადგილას აქვს კონცენტრირებული. ასევე, სამწუხაროდ, ჩვენი დეპოს ბაზაზე მტერმა სარემონტო ბაზა განათავსა, რომელიც არაერთხელ დაზარალდა, ახლა კი სრულად განადგურებულია, - თქვა ივან ფეოდოროვმა.