აშშ-ში პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვაში ეჭვმიტანილი ჯეკ ტეშეირა დააკავეს

FBI-იმ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. დაცული მასალების გასაჯაროებაში 21 წლის ჯეკ ტეშეირაა მხილებული.
ირკვევა, რომ მასაჩუსეტის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების სადაზვერვო განყოფილების თანამშრომლებმა პირადი მონაცემები მეგობრებს ჩატში გაუზიარა. ბოლო ათწლეულში ეს, შესაძლოა, აღმოჩნდეს დოკუმენტების ყველაზე მასშტაბური გაჟონვა.
საქმე ეხება 100-ზე მეტ დოკუმენტს, რომელთა შორისაა განსაკუთრებით საიდუმლოო გრიფის მქონე საბუთები.