აშშ-მ, შესაძლოა, უნგრეთში ორბანის პოლიტიკური მოკავშირეები დაასანქციროს

14.04.23 12:26
აშშ-მ, შესაძლოა, უნგრეთში ორბანის პოლიტიკური მოკავშირეები დაასანქციროს

აშშ-ის კონგრესში ორპარტიული ჯგუფი ვიქტორ ორბანის მთავრობასთან დაკავშირებული უნგრეთის პოლიტიკური ფიგურებისთვის სანქციებს ამზადებს.

ამის შესახებ The Guardian წერს.

სანქციების კანონპროექტი ეხება ყოფილ თანამდებობის პირებს და მთავრობის მხარდამჭერებს, რომლებიც ძირითადად პრემიერ ვიქტორ ორბანის პარტიასთან არიან დაკავშირებულნი.

გამოცემა წერს, რომ კანონპროექტი მზადდება გასული წლიდან და მოსალოდნელია, რომ კონგრესს მომავალ თვეში წარედგინება. Guardian-თან ანონიმურობის დაცვით ოფიციალური პირები ამბობენ, რომ კანონპროექტი, სავარაუდოდ, ფართო მხარდაჭერას მოიპოვებს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ სანქციებს უწესებს ორბანთან დაახლოებულ პირებს. 2014 წელს ვაშინგტონმა ბევრ უნგრელ ფიგურას შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა

მსგავსი სიახლეები