"უკრაინის მარცხი დასავლეთის ოქროს ხანის დასასრულის დასაწყისი იქნება" - პოლონეთის პრემიერი
"უკრაინის მარცხი დასავლეთის ოქროს ხანის დასასრულის დასაწყისი იქნება". - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.
"თუ დავკარგავთ უკრაინას, დავკარგავთ მსოფლიოს მომდევნო ათწლეული. უკრაინის მარცხი შეიძლება იყოს დასავლეთის ოქროს ხანის დასასრულის დასაწყისი. უკრაინის გამარჯვება გარანტი იქნება ეკონომიკური მდგომარეობის არა მხოლოდ აღდგენის, არამედ გაძლიერების".- აღნიშნა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.