საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირა
ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილების მიხედვით, საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაიზარდა. სწორედ ამ საპენსიო რეფორმის გამო, ქვეყანაში უკვე რამდენიმე თვეა, მასობრივი დემონსტრაციები იმართება. ქუჩაში გასული ფრანგები ამბობენ, რომ მაკრონის პოლიტკა დამღუპველია.