"ოცნება" მოსამართლეების დასანქცირებას არა ცინიკური განცხადებებით, არამედ ქმედითი ნაბიჯებით უნდა პასუხობდეს - ფრიდი
საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეების დასანქცირებას არა ცინიკური განცხადებებით, არამედ სერიოზული და ქმედითი ნაბიჯებით უნდა პასუხობდეს. ეს დენიელ ფრიდის პოზიციაა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ივანიშვილს და მის გუნდს უხსნის, რომ სავიზო შეზღუდვების ამოქმედება გააფრთხილებაა, ნიშანი იმის, რომ ჯერ კიდევ შეუძლიათ კურსი შეცვალონ.
"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში დენიელ ფრიდმა საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარების გვერდით მოიხსენია. ყოფილი მაღალჩინოსანი ვერ მალავს უკმაყოფილებას თბილისისა და მოსკოვის მჭიდრო კავშირებზე და ამბობს, რომ "ოცნება" რუსეთს თავს უხრის.
რა უთხრა "ამერიკის ხმას" ფრიდიმ, დეტალები ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.