აღდგომის დღესასწაულს ჩვენი გამარჯვების ურყევი რწმენით აღვნიშნავთ - ზელენსკი

16.04.23 12:24
აღდგომის დღესასწაულს ჩვენი გამარჯვების ურყევი რწმენით აღვნიშნავთ - ზელენსკი

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დღეს უკრაინაშიც აღნიშნავენ. სააღდგომო ლიტურგია წმინდა მიქაელის ოქროსგუმბათოვან ტაძარში აღევლინა. უკრაინაში მცხოვრები მორწმუნეები ღვთისმსახურებას დილამდე ესწრებოდნენ.

საგანგებო მიმართვით  მიულოცა უკრიანელებს აღდგომის დღესასწაული ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღეს აღდგომის დღესასწაულს ჩვენი გამარჯვების ურყევი რწმენით აღვნიშნავთ. ჩვენ უკვე დიდი გზა გავიარეთ. ალბათ ყველაზე რთული მწვერვალები წინ არის. ჩვენ დავძლევთ და ერთად შევხვდებით ჩვენს გარიჟრაჟს, როცა მზე ამოვა მთელ ჩვენს ქვეყანაზე. ეს არის ჩვენი დროშა ლურჯ და ყვითელ ფერებში.  ის აუცილებლად გაბრწყინდება ჩვენს ღვთისგან ბოძებულ მიწაზე, ეშმაკების მიერ დროებით ოკუპირებულ ყველა ტერიტორიაზე. მზე ანათებს სამხრეთით, მზე ანათებს აღმოსავლეთით, მზე ანათებს ყირიმში. მოყვითალო ცხელი მზე მშვიდ ლურჯ ცაზე და ეს არის სამართლიანობის შუქი, - თქვა უკრიანის პრეზიდენტმა.