აღდგომის ღამეს ოკუპანტებმა ნიკოლაევი დაბომბეს - დაღუპულია ორი ბავშვი
აღდგომის ღამეს პუტინის ტერორისტულმა დაჯგუფებებმა უკრაინაში ორი ბავშვი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ვიტალი კიმი ავრცელებს.
მიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელი წერს, რომ ოკუპანტებმა საცხოვრებელი ზონა ს 300-ის საზენიტო სარაკეტო სისტემებიდან დაბომბეს. ავია იერიში ღამით 02:20 წუთზე განხორციელდა.. საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად დაზიანებულია სასწავლო დაწესებულებები და კერძო საწარმოები.