უკრაინამ ტყვეობიდან 130 სამხედრო იხსნა
უკრაინამ 130 სამხედრო ტყვე დაიბრუნა. სააღდგომო გაცვლა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, სახლებში ბრუნდებიან სამხედროები, მესაზღვრეები, მეზღვაურები, სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები.
ეს ის პირები არიან, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში, სოლედარში, ზაპორიჟიესა და ხერსონში დააკავეს.