აღდგომის ღამეს რუსებმა უკრაინაში ტაძრები დაბობმეს

აღდგომის ღამეს რუსებმა უკრაინაში ტაძრები დაბობმეს. რაკეტებით გაანადგურებულია მიკოლაევის ეკლესია და ზაპოროჟიეში მდებარე მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი. ათობით ადამიანი სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ყველაზე სახიფათო ზონებში ლიტურრგიის ჩატარებაზე სასულიერო პირებს უარი უთხრა.
ამის მიუხედავად, სამასი წლის შემდეგ პირველად უკრაინულ ენაზე ილოცეს და იგალობეს კიევ პეჩერის ლავრაში. ეს ის მონასტერია, სადანაც უკრაინელებმა ომის დროს რუსი მღვდლები გააძევეს და კონტროლი დაიბრუნეს.
საგანგებოდ ამ ლავრასთან მივიდა ვოლოდიმერრ ზელენსკი და მოსახლეობას აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.