"დიდმა შვიდეულმა“ პუტინს უნდა აჩვენოს, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს - ბერბოკი

17.04.23 10:39
"დიდმა შვიდეულმა“ პუტინს უნდა აჩვენოს, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს - ბერბოკი

უკრაინის მხარდაჭერაში დიდი შვიდეული ერთიანია. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ბერბოკი მიიჩნევს, რომ ყველა სახელმწიფომ ერთად უნდა აჩვენოს პუტინს, რომ უკრაინაში საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევს, რადგან საერთაშორისო წესრიგი დაფუძნებულია სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე.

„შარშან, „დიდმა შვიდეულმა“ რუსეთის აგრესიას რამდენიმე ბარიერი დაუპირისპირა : ზამთარში უკრანელი ხალხის დახმარება, ანტირუსული სანქციები და ნავთობის ფასების ლიმიტი. ჩვენი მხარდაჭერით უკრაინა წინ აღუდგა რუსეთის ენერგეტიკულ ომსა და ზამთრის შეტევას. ახლა საუბარია იმაზე, რომ ვაჩვენოთ პუტინს ჩვენი სიმტკიცე, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს. ჩვენ, „დიდი შვიდეული“, ძლიერები ვართ, რადგან ზუსტად ვიცით, რას ვიცავთ: საერთაშორისო წესრიგს, რომელშიც კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო სამართალს უპირატესობა გააჩნია, ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლებიც დაფუძნებულია არა დამოკიდებულებაზე, არამედ სამართლიანობასა და კონკურენციის ზოგად წესებზე“, - აღნიშნა ბერბოკმა.

მსგავსი სიახლეები