"ყველანი ფრონტზე" - ახალი ბრძანება და პუტინის მიერ 40 მილიონ რუს კაცზე გამოტანილი უმკაცრესი განაჩენი

პუტინმა ჯარში გაწვევის ახალი, უმკაცრესი სისტემა აამოქმედა. მოქალაქეებს ახლა ელექტრონულად უგზავნიან ცნობას, რომ სამხედრო სამსახურში უნდა წავიდნენ. ვინც უარს იტყვის ციხე ემუქრება. ამიტომ, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ისევ გაქცევაზე ფიქრობს.
თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი ბრძანება რუს მამაკაცებს რუსეთის დატოვების უფლებას არ აძლევს და იმასაც ამბობენ, რომ პუტინმა 40 მილიონ კაცზე ნადირობის სეზონი გამოაცხადა და ქვეყნის საბჭოთა დროში დაბრუნებას ცდილობს.
"ახლა პრობლემა ის კი არ არის, როგორ დატოვებენ რუსები რუსეთს, ახლა მთავარია, რომ მათ უნდა დატოვონ ქვეყანა. 40 მილიონი რუსი კაცის წინააღმდეგ ამომქედებული პუტინის კანონი, განაჩენია. რეალობაში ეს კანონი არ არსებობს, თეორიულად ამ კანონის მიხედვით, ნებისმიერი ადამიანის ჯარში გაწვევა შეუძლიათ. ფაქტობრივად ეს არის მოწოდება, რომ ყველანი ფრონტზე, თან კანონით გამყარებული. ამ კანონის მიხედვით, რუსეთში ყველა კაცს ჯარში მოუწევს წასვლა. ეს ბრძანება გამომდინარეობს იქიდან, რომ არსებობდა შავი ხვრელი, რაც იძლედა შესაძლებლობას აძლევდა რუსეთის მოქალაქეეს მარტივად დაეტოვებინათ რუსეთის ტერიტორია. ამ კანონის მიხედვით კი შეუძლებელია რუსმა მამაკაცმა საკუთარი ავტომობილით დატოვეს რუსეთის ტერიტორია. ფაქტობრივად, საბჭოთა რეჟიმის დროს ვუბრუნდებით. რკინის ფარდა, რომელიც ახლა დაეშვა, ზუსტად საბჭოთა რეჟიმის დროს იყო, ის უშანსოდ ტოვებს რუს მამაკაცებს. 40 მილიონ რუსეთი მოქალაქე მამაკაცზე პუტინს ნადირობის სეზონი აქვს გამოცხადებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის სიცოცხლეს დიდი საფრთხე დაემუქრება". - ამბობს ანალიტიკოსი.