რუსული რელიგია არის მკვლელობა, გაუპატიურება და ძარცვა, ამ ერს ღმერთი არ ჰყავს - პოდოლიაკი

რუსული რელიგია არის მკვლელობა, გაუპატიურება და ძარცვა, ამ ერს ღმერთი არ ჰყავს - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აღდგომა დღეს ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმას.
"რუსები ისეთივე "გულმოდგინე ქრისტიანები" არიან, როგორც "მშვიდობისმყოფელები". რუსული რელიგია არის მკვლელობა, გაუპატიურება და ძარცვა. აღდგომის დღესასწაულზე მათ ცინიკურად მოკლეს ბავშვები სლავიანსკში, დაბომბეს ეკლესია ზაპოროჟიეში, დაბომბეს რაიონები ნიკოპოლში. ამ ერს ღმერთი არ ჰყავს, მხოლოდ "ბუნკერის კერპები".- ამბობს პოდოლიაკი.