რას აპირებს პუტინი უკრაინაში? - ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუს დიქტატორს აზოვზე პოზიციების გამყარება უნდა
რას აპირებს პუტინი უკრაინაში? სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუს დიქტატორს აზოვის სანაპიროზე უნდა პოზიციების გამყარება. ამ ეჭვს აძლიერებს რუსეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაცია.
ეს რა თქმა უნდა ახალი მობილიზაციის წინამოსამზადებელი ეტაპია. ახლა შეეცდებიან დაახლოებთ 400 ათასი რუსეთის მოქალაქის რუსულ ჯარში ჩარიცხვას. დაიწყებენ მათ გაწვრთანს, იმისთვის, რომ უკრაინაში გააგზავნონ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ აზოვის მიმართულებით დაკარგულ პოზიციებზე ხელახალი შეტევები დაიწყონ. შევსება იმით არის განპირობებული, რომ უკრიანულ მხარეს აზოვის მიმართულებით ტერიტორიის გასუფთავება უნდა. შესაძლოა ეს ტერიტორიები რუსეთმა საერთოდ დაკარგოს კიდეც. ამის საფრთხეები რეალურად არსებობს. ჩვენი პარტნიორების ინფორმაციით, სწორედ ამ ადამიანების გადასროლა მოხდება ამ მძიმე რეგიონში. ფაქტობრივად სასარბაზნე ხორცად იყენებენ ახლა კრემლში მოქალაქეებს. მძიმე ბრძოლებია". - ამბობს ექსპერტი.
გეგმა ასეთია, 400 ათასი მამაკაცი უნდა გაიწვიონ რუსეთის ჯარში, ვიინც უარს იტყვის ციხეში წავა.
პუტინმა ჯარში გაწვევის ახალი, უმკაცრესი სისტემა აამოქმედა. მოქალაქეებს ახლა ელექტრონულად უგზავნიან ცნობას, რომ სამხედრო სამსახურში უნდა წავიდნენ. ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ისევ გაქცევაზე ფიქრობს.