რუსეთში, ოპოზიციონერ კარა-მურზას 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

17.04.23 14:18
რუსეთში, ოპოზიციონერ კარა-მურზას 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში, ოპოზიციონერ ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ვლადიმერ კარა-მურზა ბრალდებებს უარყოფს.

"ხელს ვაწერ ყველა სიტყვას, რაც მითქვამს. არათუ არ ვნანობ ამას, არამედ ვამაყობ ამით“, - განუცხადა მან გასულ კვირას მოსკოვის სასამართლოს.

ვლადიმერ კარა-მურზა ერთი წლის წინ მოსკოვში, პოლიციელის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. მოგვიანებით კი უფრო მძიმე ბრალდებები წაუყენეს. კარა-მურზას საქმე ნაწილობრივ ეფუძნებოდა შარშან, აშშ-ში პოლიტიკოსების წინაშე წარმოთქმულ სიტყვას, როდესაც განაცხადა, რომ რუსეთი, რომელიც უკრაინაში კასეტურ ბომბებს იყენებს და სამშობიაროებსა და სკოლებს ბომბავს, ომის დანაშაულებს სჩადის.

მსგავსი სიახლეები