შოკისმომგვრელია - ბილ ბროუდერი კარა-მურზას განაჩენზე

17.04.23 14:42
შოკისმომგვრელია - ბილ ბროუდერი კარა-მურზას განაჩენზე

შოკისმომგვრელია - ასე ეხმაურება  მაგნიტსკის აქტის ავტორი, ბილ ბროუდერი  კარა-მურზას 25 წლით ციხეში გაშვებას.

ბროუდერი ტვიტერზე წერს, რომ ოპოზიციონერი ლიდერის დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ შეეწინააღმდეგა პუტინს და ომს უკრაინაში.

უახლესი ამბავი. ვლადიმირ კარა-მურზა, ოპოზიციის ლიდერი 25 წლით დააპატიმრეს ღალატის ბრალდებით. მისი ნამდვილი დანაშაული ისაა, რომ შეეწინააღმდეგა პუტინს და ომს უკრაინაში. ეს უფრო ხანგრძლივი განაჩენია, ვიდრე სასჯელის მაქსიმუმი, რაც გათვალისწინებულია ტერორიზმისთვის, გაუპატიურების და სხეულის სერიოზული დაზიანებისთვის. შოკისმომგვრელია'.- წერს ბროუდერი.

რუსეთში, ოპოზიციონერ ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მსგავსი სიახლეები