აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება - ევროკავშირი კარა-მურზას 25 წლიან განაჩენზე
აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება - ასე ეხმაურება ევროკავშირი კრემლის კრიტიკოსის, კარა-მურზას მიმართ გამოტანილ 25 წლიან განაჩენს.
ევროკავშირი მოუწოდებს კრემლს, შეწყვიტო პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლოს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დაკავებული ადამიანები.
„დღევანდელი სასამართლოს აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენებას აქტივისტებზე, უფლებადამცველებსა და ნებისმიერ იმ პირზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის უკანონო აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით არის დაკავებული“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს საჯაროდ გმობს, სახელმწიფოს ღალატისთვის და სხვა ბრალდებებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.