ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა სუდანში მყოფი ევროპელი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს - ნაბილა მასრალი

სუდანში, ამ დროისთვის, ევროკავშირის რამდენიმე ასეული მოქალაქე რჩება. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა სუდანში მყოფი ევროპელი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს,
ევროკავშირი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა სუდანში მყოფი ევროპელი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს, ევროკავშირის გზავნილი უკიდურესად მკაფიოა. ძალადობა უნდა შეწყდეს, უნდა მოხდეს არსებული სიტუაციის განმუხტვა. ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი დაცული იყოს და მოქალაქეები, მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს უსაფრთხოდ. ყოველდღიური ჰუმანიტარული პაუზა აუცილებელია სუდანელი და უცხო ქვეყნების მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის და ჩვენ ვაბრუნებთ პოლიტიკურ პროცესს საჭირო კალაპოტში. ყველა ძალისხმევა მისასალმებლია, რომელიც მიმართულია დიალოგისა და შუამავლობის გზების მოძიებისკენ. ცხადია, ჩვენ მოვუწოდებთ გარე ძალებს, თავი შეიკავონ ჩარევისგან“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერი ნაბილა მასრალი.
სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებები გრძელდება.