COVID 19-ის ახალი შტამი - იწყება თუ არა პანდემია თავიდან?
იწყება თუ არა პანდემია თავიდან? მსოფლიოში Covid 19-ის ახალი შტამი მასობრივად გავრცელდა.
XBB.1.16 ომიკრონის ახალი ქვევარიანტია. ვირუსის ეს სახეობა მსოფლიოს 27-ზე მეტ ქვეყანაში უკვე გავრცელებულია.
შემთხვევები დადასტურდა შტატებში და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში.
ყველაზე სწრაფად კი ვირუსის ეს ტიპი ინდოეთში ვრცელდება, სადაც მხოლოდ ერთ დღეში 60 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ახალი ვირუსის სიმპტომებს შორის მაღალი ტემპერატურა, ხველა და თვალების ანთებაა.