სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს - ბლინკენი ინფორმაციას ადასტურებს

18.04.23 12:05
სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს - ბლინკენი ინფორმაციას ადასტურებს

სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს - ენტონი ბლინკენი ინფორმაციას ადასტურებს.

„გუშინ ამერიკულ დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს, ყველანი უსაფრთხოდ და უვნებლად არიან“, – განაცხადა ბლინკენმა.


ბლინკენის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა სუდანის არმიისა და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მეთაურებს და მათ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 
 
სუდანში მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს. გაეროს ინფორმაციით, სუდანში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს მიაღწია, დაშავებულთა რაოდენობა კი 1800-ს აჭარბებს. 

მსგავსი სიახლეები