ხმელთაშუა ზღვაში მოტივტივე 440 მილიონი დოლარის ღირებულების 2 ტონამდე კოკაინი - რას მიაკვლია იტალიის პოლიციამ
იტალიაში, კუნძულ სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ხმელთაშუა ზღვაში მოტივტივე $440 მილიონი დოლარის ღირებულების. 2 ტონამდე კოკაინი ამოიღეს.
პოლიცია ვარაუდობს, რომ კოკაინის შეფუთვები გადამზიდმა გემმა სპეციალურად დატოვა წყალში, რათა იგი ნარკო-ტრეფიკერებს ამოეღოთ და ნაპირზე გაეტანათ.
CNN აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევა მიმდინარე წლის თებერვალში ახალ ზელანდიაშიც მოხდა, სადაც ადგილობრივმა პოლიციელებმა ოკეანიდან 3 ტონამდე მოცულობის კოკაინი ამოიღეს.