ოკუპანტებმა ოდესა ირანული დრონებით დაბომბეს

ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს. საჰაერო იერიში ზღვისპირა ქალაქზე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. ირანული დრონებით მიიტანეს. საჰაერო თავდასხმის დროს განადგურდა რამდენიმე ობიექტი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ე.წ. ირანული დრონებით ოკუპანტმა იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებზეც. იქ სამაშველო ოპერაცია ახლაც გრძელდება.
ღამით მტერმა უპილოტო საფრენი აპარატებით შაჰიდ - 136 ოდესის ოლქს დაარტყა. ჩვენი თავდაცვის ძალების წყალობით უპილოტოების უმრავლესობა განადგურებულია, თუმცა, სამწუხაროდ, დაიბომბა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტი, წერს სოციალურ ქსელშ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელძმღვანელი იური კრუკი.