უკრაინამ კონსულტაციებისთვის ბელარუსიდან ელჩი გაიწვია

19.04.23 10:47
უკრაინამ კონსულტაციებისთვის ბელარუსიდან ელჩი გაიწვია

უკრაინამ კონსულტაციებისთვის ბელარუსიდან ელჩი გაიწვია. მიზეზი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე - ფაქტო ხელმძღვანელთან დენის პუშილინთან შეხვედრა გახდა.

ინფორმაციას თავად უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.

„რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელიც უკრაინის მართლმსაჯულებას ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამო ემალება და არის უკრაინისა და საერთაშორისო სანქციების ქვეშ, ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან განვიხილავთ მორიგ არამეგობრულ აქტად, რომელიც მიმართულია აგრესორი სახელმწიფოს მხარდაჭერისკენ.

ამასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში კონსულტაციებისთვის გამოიწვიოს“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ოფიციალურ მინსკს თავი შეიკავოს მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯებისგან და შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა.

 

მსგავსი სიახლეები