რეზონანსული მკვლელობა ცხინვალში - "ვაგნერი" გიორგი სიუკაევის გამართლებას ცდილობს

ცხინვალში რეზონანსულ მკვლელობასთან დაკავიშირებით კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ცნობას აქვეყნებს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.
ცნობაში, რომელშიც რიგი ფაქტობრივი შეცდომებია, კერძო სამხედრო კომპანია გიორგი სიუკაევის გამართლებას ცდილობს. „ვაგნერი“ ამტკიცებს, რომ მოკლული სოსლან ვალიევი ალკოჰოლდამოკიდებული იყო, გამვლელებს აწუხებდა, შეურაცხყოფას აყენებდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა.
ვალიევი ავტომობილთან მივიდა, რომელიც ლენინის ქუჩაზე იყო გაჩერებული და მასში მყოფ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. საბოლოოდ, მანქანაში მჯდომებმა დახმარების თხოვნით გამვლელს, მოქალაქე გიორგი სიუკაევს მიმართეს, რომელმაც ისინი დაიცვა. კონფლიქტის იმით დასრულდა, რომ სიუკავმა ვალიევს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგედაცა ის უკანასკნელი დაიღუპა „- ნათქვამია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.