პუტინმა შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში ომის „მართვადი“ ესკალაციისთვის გამოიყენოს - შერმანი

19.04.23 15:23
პუტინმა შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში ომის „მართვადი“ ესკალაციისთვის გამოიყენოს - შერმანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა ნატო-ს შეიარაღების კონტროლის ყოველწლიური კონფერენციის გახსნაზე აშშ-ისა და ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებს სიფხიზლისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ  უკრაინაში ომის „მართვადი“ ესკალაციისთვის, პუტინმა შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

„ჩვენ ყველა ვაკვირდებოდით და შეშფოთებული ვიყავით, რომ ვლადიმერ პუტინი გამოიყენებდა არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს ან სხვა დემონსტრაციულ ეფექტს ესკალაციისთვის, მაგრამ მართვადი რისკის პირობებში. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ვლადიმერ პუტინის მიერ 25 მარტს გაკეთებული განცხადება, რომ რუსეთი ემზადება მეზობელ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებისთვის, არის მისი მცდელობა, გამოიყენოს ეს მუქარა მართული გზით“, – აღნიშნა შერმანმა.

 

მსგავსი სიახლეები