უკრაინის კანონიერი ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია - იენს სტოლტენბერგი

უკრაინის კანონიერი ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
როგორც იენს სტოლტენბერგმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, ნატო უკრაინას ამ მიმართულებით დაეხმარება.
ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ალიანსი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.
მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა ათობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი უკვე გაწვრთნეს და ომში მყოფ ქვეყანას მხოლოდ სამხედრო დახმარების სახით, 65 მილიარდი ევროს დახმარება გაუწიეს.
„ნატო თქვენს გვერდით დგას დღეს, იდგება ხვალ და იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - დასძინა მაღალჩინოსანმა.