უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის მიზანია, არ დაუშვას უკრაინის NATO-ში გაწევრიანება - კრემლი

"უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციის" მიზანია, არ დაუშვან უკრაინის NATO-ში გაწევრიანება" - განცხადება ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გააკეთა.
პესკოვმა იენს სტოლტენბერგის კიევში ვიზიტის ფონზე განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება სერიოზულ და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის "რუსეთს და მის უსაფრთხოებას".