აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი ისრაელში ჩავიდა

15.05.21 11:29
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი, ჰადი ამრი ისრაელში ჩავიდა. 

ამერიკელი დიპლომატი თელ-ავივში იმყოფება. ის  პალესტინელებისა და გაერო-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში ჩაერთვება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად.

დილიდან ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება "ჰამასს" შორის ორმხრივი იერიშები  გრძელდება.  ისრაელმა ღაზის სექტორში ავიადარტყმები განახორციელა, პალესტინელებმა კი ქვეყნის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.