"დავეხმარებით იქამდე, ვირე ამის საჭიროება იქნება" - პენტაგონის ხელმძღვანელი უკრაინის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ამერიკელ კოლეგას, ლოიდ ოსტინს შეხვდა. შეხვედრა გერმანიაში, „რამშტაინის“ ფორმატში თავდავის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფთან სხდომის დაწყებამდე შედგა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა „ტვიტერზე“ აღნიშნა, რომ უკრაინელ კოლეგასთან და კარგ მეგობართან შესახვედრად ყოველთვის მოხარულია.
„ჩვენ მათ გვერდით ვართ იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება“, - აღნიშნა ოსტინმა.
ცნობილია, რომ „რამშტაინის“ სხდომაზე საკითხი უკრაინის საჰაერო თავდავის ძალების გაძლიერებას და უკრაინელი დამცველებისთვის საბრძოლო ავიაციის გააცემას შეეხება.