კარა-მურზას საქმესთან კავშირში მყოფ 5 რუსს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა

21.04.23 16:02
კარა-მურზას საქმესთან კავშირში მყოფ 5 რუსს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა

კარა-მურზას საქმესთან კავშირში მყოფ 5 რუსს  - მოსამართლეს, ორ გამომძიებელს, უსაფრთხოების სამსახურის ორ აგენტს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა

სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას.

"რუსეთის მოპყრობა და ვლადიმერ კარა-მურზასთვის მსჯავრის დადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მის აბსოლუტურ ზიზღს ადამიანის ძირითადი უფლებების მიმართ", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

17 აპრილს რუს ოპოზიციონერ აქტივისტ ვლადიმირ კარა-მურზას რუსეთში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომის კრიტიკას უკავშირდება.