რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს

22.04.23 12:05
რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს. დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაინგრა სკოლის შენობა. მხოლოდ ერთ დღეში, ოლქზე პუტინის არმიამ ჯამში 114 დარტყმა განახორციელა. გამოიყენეს ნაღმტყორცნები, არტილერია და ყუმბარმტყორცნები.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, ხელი ახალ განკარგულებას მოაწერა. ბრძანების მიხედვით, უკრაინაში გეოგრაფიული ობიექტებისთვის, რუსეთთან დაკავშირებული სახელების დარქმევა იკრძალება.