უკრაინა კიდევ უფრო მეტ დაკარგულ ტერიტორიას დაიბრუნებს - იენს სტოლტენბერგი
უკრაინა კიდევ უფრო მეტ დაკარგულ ტერიტორიას დაიბრუნებს. ეს პირობა იენ სტოლტენბერგმა დადო.
ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ალიანსი ახლა უკრიანის გამარჯვებაზეა კონცენტრირებული. მუშაობენ, რათა უკრანელ დამცველებს ჰქონდეთ ყველანაირი სამხედრო მატერიალური შესაძლებლობა, რათა ოკუპირებული ტერიტორიები რუსებისგან სრულად გაათავისუფლონ.
როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, ომის დასრულების შემდეგ ალიანსი ეცდება, რომ კიევს ჰქონდეს შეკავების ძალები ახალი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად.