ტორონტოს აეროპორტიდან 15 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო მოიპარეს

22.04.23 12:21
ტორონტოს აეროპორტიდან 15 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო მოიპარეს

ტორონტოს აეროპორტიდან 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქრო მოიპარეს. ინფორმაციას BBC აქვეყნებს.

BBC-ის ცნობით, ტორონტოს აეროპორტს ხშირად იყენებენ ონტარიოს პროვინციაში მოპოვებული ოქროს გადასაზიდად. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ძარცვა 17 აპრილს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ოქროთი სავსე კონტეინერი აეროპორტში საღამოს მიიტანეს, მოგვიანებით კი ტვირთის შესანახ ობიექტზე გადაიტანეს.

მსგავსი სიახლეები