ბელგოროდში საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს - ევაკუირებულია 3 000 ადამიანი
ბელგოროდში საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს - ევაკუირებულია 3 000 ადამიანი.
17 კორპუსის ევაკუაციის გადაწყვეტილება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონულმა დეპარტამენტმა მიიღო.
რუსული მედია, წერს, რომ შალანდინას ქუჩაზე FAB-500 საავიაციო საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ცნობებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, 20 აპრილის საღამოს, რუსეთის სამხედრო ძალების გამანადგურებელი სუ-34 შემთხვევით ბელგოროდში ჩამოვარდა.