2 დაღუპული და 6 დაშავებული - ოკუპანტებმა ჰერსონში სისხლიანი 24 საათი მოაწყვეს

24.04.23 12:33
2 დაღუპული და 6 დაშავებული - ოკუპანტებმა ჰერსონში სისხლიანი 24 საათი მოაწყვეს

გასულ დღე-ღამეს ჰერსონში მტრის იერიშებს ორი ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.
ინფორმაციას ჰერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

მისი თქმით,  ბოლო 24 საათში მტერმა ოლქზე 83 იერიში მიიტანა,მძმე არტილერიიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და ავიაციიდან  412 ჭურვი  გაუშვა. კერძოდ, ჰერსონის სამჯერ დაბომბა. 

რუსმა სამხედროებმა დასახლებული პუნქტების საცხოვრებელი კვარტლები დაბომბეს, ჭურვები მოხვდა სასწავლო დაწესებულებას. რუსულ აგრესიას პრო ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა, - ნათქვამია მის შეტყობინებაში.