მოსკოვთან ჩავარდა დრონი, რომელზეც ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული

24.04.23 12:44
მოსკოვთან ჩავარდა დრონი, რომელზეც ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული

პადმასკოვიეში საცხოვრებელ სახლებთან 300 მეტრში ჩამოვარდა დრონი, რომელზეც C-4 ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინული UJ-22 Airborne-ს მსგავსია, ნოგინსკთან, სოფელ ვოროვსკისთან ჩავარდა.

დრონი კანადური М112 -ისასაფეთქბელით იყო აღჭურვილი.  მას საწვავი გაუთავდა. საფრენი აპარატმა ჩავარდნამდე მოსკოვს ნახევარი წრე დაარტყა.

სამმეტრიანი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც 85 კგ-ს იწონიდა, ციდან ჩამოვარდა და ხეებს გამოედო. შემთხვევა კვირას მოხდა. მისი მაქსიმალური სიჩქრაე საათში 180 კმ-ს შეადგენდა, გაფრენის მანძილი კი 800 კმ იყო. ანუ, თეორიულად შესაძლებელია, რომ უკრაინიდან მოფრინავდა, - წერს გამოცემა Mash-ი. 

დრონის ნაწილები პირველად ადგილობრივმა მოსახლეობამ ნახა. მათვე გამოიძახეს სპეცსამსახურები.