"საქართველოს ბევრი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი" - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს ბევრი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში მინისტერიალის დაწყების წინ განაცხადა.
საქართველოს ბევრი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი. იმედი მაქვს, ამაზე მსჯელობის შესაძლებლობა გვექნება, ვისურვებდი საქართველოსთვის ევროპულ გზას და ვისურვებდი, რომ მთელ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა ამაში მონაწილეობა მიიღოს. ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც მექნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის,- თქვა იან ლიპავსკიმ.
ბრიუსელში ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. განხილვის მთავარი თემა საქართველო და ქვეყნის უსაფრთხოებაა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც ესწრება.