ირანელმა მინისტრმა ისრაელის დროშის აღმართვის გამო ვენაში ვიზიტი გააუქმა

15.05.21 23:25
ირანელმა მინისტრმა  ისრაელის დროშის აღმართვის გამო ვენაში ვიზიტი გააუქმა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა ვენაში დაგეგმილი ვიზიტი ავსტრიის მთავრობის შენობის თავზე აღმართული ისრაელის დროშის გამო გააუქმა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მოჰამად ჯავად ზარიფი შეხვედრას  ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრ შალენბერგთან გეგმავდა. 

 ვწუხვართ ამის გამო და ცნობად ვიღებთ ამას, თუმცა ჩვენთვის ნათელია, როგორც დღე, რომ როდესაც „ჰამასი“ ისვრის ორი ათასზე მეტ რაკეტას ისრაელში სამოქალაქო სამიზნეების მისამართით, ჩვენ არ დავრჩებით ჩუმად", – განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

14 მაისს ავსტრიის მთავრობის სახლზე ისრაელის დროშა სოლიდარობის ნიშნად აღიმართა. 

მსგავსი სიახლეები