ვითარება უკრაინაში - პრეზიდენტი ზელენსკი მიმართვას ავრცელებს

25.04.23 12:11
ვითარება უკრაინაში - პრეზიდენტი ზელენსკი მიმართვას ავრცელებს

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან უკვე 2 228-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლა, მათგან 140 მშვიდობიანი მოქალაქეა. განცხადება ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება.

პარალელურად რუსეთის დანაკარგების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს უკრაინის გენშტაბი. მონაცემების მიხედვით, რუსული არმია უკან იხევს. ფრონტი ხაზზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო მიმართვაში ისაუბრა.

"ჩვენ თუ აგრესორს თავის ადგილს მივუჩენთ თავის ტერიტორიაზე, მაშინ, ვფიქრობ, ეს იქნება სწორი მაგალითი ყველა სხვა აგრესორისთვის, როგორ არ დაიწყონ მსოფლიოში ნებისმიერი აგრესია, რომელიც საშიშია არა მხოლოდ იმ სახელმწიფოსთვის, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აგრესია, არამედ მთელი გონიერი მსოფლიოსთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ უკრაინამ დაიკავოს თავისი ღირსეული ადგილი მსოფლიოს, ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, სადაც იქნება გათვალისწინებული ჩვენი აზრი, რადგან ჩვენ ბევრი გავაკეთეთ, კიბერუსაფრთხოებაშიც, გაციფრულებაში. 


ვფიქრობ, ჩვენი ცოდნა ძალიან ღირებულია ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვაშიც და უსაფრთხოებაშიც. საჭიროა ამ ცოდნის სხვა სახელმწიფოებთან გაზიარება. უკრაინის გარეშე ახლა შეუძლებელი იქნება ევროკავშირში, NATO-ში. სად არის ჩვენი ადგილი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში? ნამდვილად პარტერში" - ვოლოდიმირ ზელენსკი.