ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა ისროლა

16.05.21 13:57
ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა ისროლა

ღაზის სექტორიდან ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა"  ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.რაკეტების დიდი ნაწილი ისრაელის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილისკენ გაისროლეს.მათი უმეტესობა  ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, რკინის გუმბათმა გაანეიტრალა, შესაბამისად საჰაერო შეტევას  მსხვერპლი  არ მოჰყოლია.

სამხედრო ძალების თანახმად, 10 მაისს კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 2 500-მდე რაკეტა ისროლა.

დაპირისპირება ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს შორის  ერთი კვირაა გრძელდება. 10 მაისიდან მოყოლებული ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 500-ზე მეტი რაკეტა ისროლეს.ღაზის სექტორში სულ მცირე 148 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაშავდა, პალესტინური მხარის თანახმად დაღუპულთა შორის 41 ბავშვია.

ისრაელის ოფიციალური მონაცემებით,  საჰაერო იერიშების შედეგად მათ მხარეს დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი. 

მსგავსი სიახლეები