რეჯეფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში ცუდად გახდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში ცუდად გახდა, რის გამოც პირდაპირი ტრანსლაციის დროებით შეწყვეტა გახდა საჭირო.
ერდოღანმა რამდენიმე წუთის შემდეგ პირდაპირ ეთერი განაახლა და თქვა, რომ ცუდად გახდომის მიზეზი, მუცლის ღრუს დაავადება გახდა. ამასთან, ერდოღანმა თქვა, რომ გასულ დღეებში მას მძიმე სამუშაო გრაფიკი ჰქონდა.
"რა თქმა უნდა, ასეთ პრობლემებს დროდადრო ვაწყდებით ასეთი დატვირთული განრიგის დროს". – აღნიშნა ერდოღანმა.
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკური განრიგი გახდა ცნობილი. ერდოღანი 26 აპრილს სამ სხვადასხვა პროვინციაში კამპანიის ფარგლებში უნდა გამოჩნდეს. ცნობილია, რომ 69 წლის რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ამჟამად წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს.
ცნობისთვის, საყოველთაო არჩევნები თურქეთში პრეზიდენტმა 14 მაისს დანიშნა. Politico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის.