როდის დაბრუნდებიან სუდანიდან გამოყვანილი ქართველები სამშბლოში? - "Geo Sky"-ს განმარტება
ავიაკომპანია "Geo Sky"-ს გენერალური დირექტორი სუდანიდან გამოყვანილი საქართელოს მოქალაქეების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. შალვა კიკნაძის თქმით, ქართველები უსაფრთხო ადგილას, კაიროში არიან გადაყვანილები.
"ვინც კი იყო საქართველოს მოქალაქე ყველა გამოყვანილია სუდანიდან. როგორც იცით პროცესი ევაკუაციის განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით ჩართულობით, ერთობლივად. რაც შეეხება საჰაერო ხომალდს, სამწუხაროდ, ინფორმაცია გვაქვს, რომ ძალიან დაზიანებულია, რასაც დადასტურება სჭირდება, როდესაც მოგვეცემა საშუალება ჩასვლის და ადგილზე შემოწმების" - თქვა ავიაკომპანია "Geo Sky"-ს გენერალურმა დირექტორმა შალვა კიკნაძემ.
ცნობილია, რომ საქართველოს მოქალაქეები კონფლიქტის ეპიცენტრში 9 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.