ნავალნის დამატებით 30 წლით პატიმრობა ემუქრება - რა საქმეს კერავს კრემლი რუსი ოპოზიციონერის წინააღმდეგ

26.04.23 14:01
ნავალნის დამატებით 30 წლით პატიმრობა ემუქრება - რა საქმეს კერავს კრემლი რუსი ოპოზიციონერის წინააღმდეგ

ალექსეი ნავალნის დამატებით 30 წლით პატიმრობა ემუქრება.

დაპატიმრებულმა რუსმა ოპოზიციონერი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ "აბსურდული" ტერორიზმის საქმე აღძრეს.

ნავალნი ამჟამად 11 წელიწად-ნახევრიან სასჯელს იხდის თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით. დღეს მოსკოვის ბასმანის რაიონულ სასამართლოში ნავალნი დისტანციურად ჩაერთო. 

"მათ დააყენეს აბსურდული ბრალდებები, რომლის მიხედვითაც მე 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მემუქრება. რომ მე ციხეში ყოფნისას ჩავიდინე ტერორისტული აქტები

დაჟინებით ვამტკიცებ, რომ პროცესის დახურვის მცდელობა არის არა მხოლოდ საქმის გაცნობაში ხელის შეშლის მცდელობა, არამედ იმის მცდელობაც, რომ არავინ გაიგოს ამის შესახებ", - ნათქვამია ნავალნის მხარდამჭერების მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

ნავალნი ამბობს, რომ ამ საქმეს სამხედრო სასამართლო განიხილავს.

მსგავსი სიახლეები