საჰაერო იერიში ღაზის სექტორზე - დაღუპულია 33 ადამიანი

16.05.21 15:41
საჰაერო იერიში ღაზის სექტორზე - დაღუპულია 33 ადამიანი

ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, დღეს ღაზაში 33 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 13 ბავშვი. ინფორმაციას Reuters  ღაზის ჯანდაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დილას ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის იეჰია სინვარისა და მისი ძმის სახლებიც დაბომბა. გუშინ კი ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ღაზის სექტორში  მედიის ოფისები დაიბომბა, საუბარია „ასოშიეთიდ პრესისა“ და „ალ-ჯაზირას“ ოფისებზე.

დაპირისპირება ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს შორის  ერთი კვირაა გრძელდება. 1 კვირიანი შეტაკებების შედეგად, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 181-ს მიაღწია. 

ისრაელის ოფიციალური მონაცემებით,  საჰაერო იერიშების შედეგად მათ მხარეს დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი, რომელიც "ჰამასის" მიერ გაშვებულმა რაკეტებმა იმსხვერპლა.