ხერსონში უკრაინელი ჟურნალისტი მოკლეს

27.04.23 10:59
ხერსონში უკრაინელი ჟურნალისტი მოკლეს

 ხერსონში უკრაინელი ჟურნალისტი ბოგდან ბიტლიკი მოკლეს, დაჭრილია La Repubblica”-ს რეპორტიორი კორადო ზუნინი. La Repubblica-ის ცნობით, ორივე ჟურნალისტს ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ეცვა წარწერით “პრესა”. 

დაჭრილი ჟურნალისტის თქმით, სროლის დროს არ იმყოფებოდნენ ომის ზონაში. 

“მომესმა ჩურჩულის ხმა და დავინახე ბოგდანი მიწაზე უმოძრაოდ. შემდეგ გავიქეცი, სისხლით ვიყავი სავსე”, -  უთხრა დაჭრილმა ჟურნალისტმა გამოცემას.