რუსეთმა მიკოლაევი დაბომბა - არის მსხვერპლი

27.04.23 14:07
რუსეთმა მიკოლაევი დაბომბა - არის მსხვერპლი

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს. პუტინის არმიამ ქალაქს S-300 სისტემის რაკეტებით დაარტყა. დაიღუპა 1, დაშავდა 23 დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები.

აფეთქებების ხმები ისმოდა მელიტოპოლშიც. დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ჩერნობილის კატასტროფის წლისთავზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს ესაუბრა.

"ჩერნობილის კატასტროფის წლისთავი ზუსტად ის დღეა, როდესაც ღირს მსოფლიოში ყველას შევახსენოთ თუ რამდენად მყიფეა ჩვენი უსაფრთხოება. მითუმეტეს, როცა წელიწადზე მეტია ყოველდღე და ყოველ წუთს არსებობს რუსეთის მიერ ხელოვნურად შექმნილი რადიაციული კატასტროფის საფრთხე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. მხოლოდ უკრაინის სრულ კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურზე შეუძლია აღადგინოს სრული უსაფრთხოება არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არამედ მთელ ევროპაში, მთელს მსოფლიოში. რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს ისე როგორც რუსეთის ფედერაცია და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება" - ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები