დავაკავეთ ქალი, რომელმაც 12 მეგობარი ციანიდით მოკლა - ტაილანდის პოლიცია

27.04.23 14:42
დავაკავეთ ქალი, რომელმაც 12 მეგობარი ციანიდით მოკლა - ტაილანდის პოლიცია

ტაილანდის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც მისი 12 მეგობრის ციანიდით მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

სარარატ რანგსივუთაპორნი სამშაბათს ბანგკოკში მეგობრის გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების შემდეგ აიყვანეს.

ირკვევა, რომ მსხვერპლის ოჯახმა სწორედ ახალგაზრდა ქალზე მიიტანა ეჭვი და პოლიციას შეატყობინა. 

ადგილობრივი პოლიცია ამბობს, რომ ქალი ეჭვმიტანილია ყოფილი ბოიფრენდსა და კიდევ 11 პირის მკვლელობაში.

სამართალდამცავები მოტივად ფინანსური სარგებლის მიღებას ასახელებენ. ქალი წაყენებულ ბრალდებას უარყოფს.