ისრაელის ავიაიერიშები - ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 188-მდე გაიზარდა
ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშები გრძელდება. საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 188-ს მიაღწია, გარდაცვლილთა შორის 55 ბავშვია. დაშავებულთა რიცხვი კი 1000-ს აჭარბებს.
დღეს გამთენიისას ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის იეჰია სინვარისა და მისი ძმის სახლებიც დაბომბა.მანამდე კი იერიში მედიის ოფისებზე მიიტანა.
ისრაელის მხარეს დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი, რომელიც "ჰამასის" მიერ გაშვებულმა რაკეტებმა იმსხვერპლა.
ორშაბათიდან მოყოლებული, ისრაელის მიმართულებით ღაზიდან 3000-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.