3 დაღუპული და 8 დაშავებული - ოკუპანტებმა უმანში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს

28.04.23 08:09
3 დაღუპული და 8 დაშავებული - ოკუპანტებმა უმანში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს

გამთენიისას ოკუპანტებმა სარაკეტო იერიშები ქალაქ უმანზე მიიტანეს. დაღუპულია 3 ადამიანი, დაშავდა 5. ინფორმაციას ჩერკასკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

ამ დილით ოკუპანტებმა ჩერკასკის ოლქზე იერიშები მიიტანეს. უმანში ორი საცხოვრებელი სახლი დაიბომბა. შედეგებს ვარკვევთ. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ, - განაცხადა იგორ ტაბურეცმა.

ტაბურეცის თქმით, სარაკეტო იერიშების შედეგად ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.