პუტინის ახალი განკარგულება: ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელებს დაადეპორტებენ

28.04.23 08:22
პუტინის ახალი განკარგულება: ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელებს დაადეპორტებენ

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელების დეპორტაციას ითვალისწინებს. საუბარია იმ უკრაინელებზე, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვეს. 

განკარგულების თანახმად, მათ ანექსირებულ ტერიტორიაზე ცხოვრება 2024 წლის 1 ივლისამდე შეეძლებათ, რის შემდეგაც დაადეპორტებენ.

დოკუმენტის ცალკე პუნქტი ეხება მათ, ვინც „რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“. უკანონოდ ანექსირებული რეგიონების მცხოვრებლებს, რომლებიც „კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით შეცვლას“ ემხრობიან, „ტერორისტულ ან ექსტრემისტულ საქმიანობას ეწევიან, ანდა არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობენ“, დაადეპორტებენდა ქვეყანაში შესვლას აუკრძალავენ.